აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა.
8756 კვმ ფართობზე თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სკვერი მოეწყობა, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საპარკო ინფრასტრუქტურა.
უკვე დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციისა და გარეგანათების სისტემის რეაბილიტაცია, დაიგო მწვანე საფარი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეკორატიული ფილებისა და ბორდიურის მოწყობა.
აღნიშნული სკვერი მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისათვის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები 300 ოჯახისათვის.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 240 ათასამდე ლარს შეადგენს.