პროგრამები - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამები
სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამები
სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2021 წლის პროგრამები
06 02 - სოციალური უზრუნველყოფა
06 03 - სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამები
06 02 - სოციალური უზრუნველყოფა
06 03 - სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამები
ჯანმრთელობის დაცვა
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
· ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
· ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
· მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
· ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა მატერიალური დახმარება;
· პარკინსონით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
· 18 წლამდე ასაკის ცელიაკიით, გალაქტოზემიით და მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
· მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დახმარება მედიკამენტების შეძენისათვის 200 ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ.
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
· ქ. ბათუმში რეგისტრირებული 30-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის ქალებისთვის მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია;
· 25 დან 30 წლამდე ასაკის ქალებისთვის სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია;
· ქ. ბათუმში რეგისტრირებული ქალებისთვის ონკომარკერებით გამოკვლევა; საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიით;
· 60 წლის ზემოთ ასაკის ქალებისთვის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, კოლპოსკოპია და ექოსკოპია;
· ფილტვის კიბოს სქრინინგი.
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
პროგრამით გათვალისწინებულია
· ქ. ბათუმში რეგისტრირებული, შშმ სტატუსის მქონე 18 წელს გადაცილებული პირების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (ხდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შედგენა - ტარდება ერგოთერაპია, არტთერაპია, ფსიქოლოგიური დახმარება, პედაგოგის მომსახურება, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა, საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება).
მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება
· პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურებით ისარგებლებენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის უფასო მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარები, რომელთაც წინა წლებში არ უსარგებლიათ მსგავსი მომსახურებით, ასევე, ომში დაზიანებული და ასაკით პენსიონერი ომის ვეტერანები;
· 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვები ისარგებლებენ სტომატოლოგიური, ორთოპედიული და ორთოდონტიული მომსახურებით.
C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება
· საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის #169 დადგენილებით ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე", რომლის ფარგლებშიც C ჰეპატიტით დაავადებულ პირებს უტარდებათ მედიკამენტური მკურნალობა და დიაგნოსტირება თანადაფინანსებით: სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ომის ვეტერანებს (0-70000 სარეიტინგო ქულა) 70%, ხოლო სხვა კატეგორიას – 30% ფასდაკლებით.
· პროგრამის ხელშეწყობისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ომის ვეტერანებს (0-70000 სარეიტინგო ქულამდე) მომსახურება სრულად დაუფინანსდება, ხოლო სხვა კატეგორიის მოსახლეობას - სრული ღირებულების 42 %.
შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
· შშმ პირების, ომში და ომის შემდგომ დაზიანებულ პირთა, ასევე, ომის ვეტერანთა, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, შშმ სტატუსის ბავშვთა, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარების, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) ხუთი და მეტ შვილიანი ოჯახების დასვენება;
· შშმ პირების, ომში და ომის შემდგომ დაზიანებულ პირთა, ასევე, ომის ვეტერანთა, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, შშმ სტატუსის ბავშვთა, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარების თანმხლები პირების მომსახურება.
ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
· ქ. ბათუმში დაბადებული ახალშობილებისთვის სმენისა და მუკოვისციდოზის სქრინინგული გამოკვლევა;
· 1 წლამდე ასაკის ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა.
· ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 7 წლამდე ასაკის, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია;
· ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 2-დან 10 წლამდე ასაკის სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია;
· აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია.
ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
· ქ. ბათუმში რეგისტრირებული ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარება;
· ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ყოველთვიური მატერიალური დახმარება.
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
· ბენეფიციართა გეგმური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება.
მომსახურება გაეწევა ქ. ბათუმში 2019 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საქართველოს შემდეგ მოქალაქეებს, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვაში: N36-ე დადგენილებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა წევრებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; მოქალაქეებს, რომელთა დახმარების საჭიროება დასტურდება ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის სერვისცენტრის მენეჯერის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე; ასევე, 165-ე დადგენილების ბენეფიციარებს (6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასაკით პენსიონერებს), რომელთაც არ აქვთ 70001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა და რომლებიც არ სარგებლობენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამებით. მკურნალობა დაფინანსდება გარკვეული სქემის მიხედვით. (საყოველთაო დაზღვევით განსაზღვრულ ტარიფამდე).
· პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ქ. ბათუმში რეგისტრირებულ, ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება.
ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
· შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ადმინისტრაციის სახელფასო დანამატი;
· სამედიცინო პერსონალის სახელფასო დანამატი;
· სამედიცინო პერსონალის შვებულებისა და ბიულეტენის ანაზღაურება;
· ზაფხულის სეზონთან (3 თვე) დაკავშირებით 3 დამატებითი ბრიგადის ხარჯები;
· ზამთრის სეზონთან (3 თვე) დაკავშირებით 2 დამატებითი ბრიგადის ხარჯები;
· სასწრაფო დახმარების მანქანების დაზღვევის ხარჯები;
· შპს ,,ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა სასწრაფო დახმარების მანქანების (4 ერთეული) შეძენის მიზნით.
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება
პროგრამით გათვალისწინებულია:
· მობილური გუნდის მიერ ბენეფიციართა ბინაზე მომსახურება.
სამედიცინო დაწესებულებების შესაძლებლობების კვლევა
პროგრამით გათვალისწინებულია:
· კვლევის ჩატარება სამედიცინო ტურიზმის სხვადასხვა ასპექტის გამოვლენის მიზნით.
სოციალური უზრუნველყოფა
კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება
პროგრამით გათვალისწინებულია:
· წყლის, კანალიზაციისა და სანდასუფთავების საფასურის დაფარვა შემდეგი კატეგორიებისთვის:
მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ სტატუსის ბავშვი;
ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები
და მარჩენალდაკარგულები;
0-70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები (5 და მეტი შვილი), მარტოხელა დედები და მათი შვილები.
დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადასახადის დაფარვა (თვეში ერთ სულზე 1,30 ლარი) შემდეგი კატეგორიებისთვის:
მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ სტატუსის ბავშვი;
ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალდაკარგულები;
0-70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები (5 და მეტი შვილი), მარტოხელა დედები და მათი შვილები.
· სატელეფონო-სააბონენტო გადასახადის დაფარვა (თვეში ერთ ოჯახზე 5 ლარი) შემდეგი კატეგორიებისთვის:
მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ სტატუსის ბავშვი;
ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალდაკარგულები.
· გაზიფიცირების – ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების 90%-ის თანადაფინანსება (არაუმეტეს 360 ლარისა) ერთი წერტილის გათვალისწინებით, გაზქურამდე, შემდეგი კატეგორიებისთვის:
მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ სტატუსის ბავშვები;
ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და
მარჩენალდაკარგულები;
0-70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი პირები.
· ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და მარჩენალდაკარგულების თხევადი აირის ტალონით დახმარება (ყოველთვიურად 5 კგ).
მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
· სადღესასწაულო დღეებში ვეტერანებისთვის (ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) მატერიალური დახმარების გაწევა:
15 თებერვალი – სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ბრძოლებში დაზიანებული ვეტერანები – 400 ლარი;
9 მაისი – II მსოფლიო ომის მონაწილეები და II მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 400 ლარი;
27 სექტემბერი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაზიანებული პირები და დაღუპულთა ოჯახის წევრები – 400 ლარი;
ახალ წელთან დაკავშირებით – სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე ბრძოლებში დაზიანებული ვეტერანები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები და დაზიანებული ვეტერანები; II მსოფლიო ომის მონაწილეები და II მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 400 ლარი.
· შვილის შეძენასთან დაკავშირებით, 0-100000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 800 ლარის ოდენობით.
· ვეტერანთა (ომის მონაწილე) და სოციალურად დაუცველ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 500 ლარის ოდენობით.
· ეტლით მოსარგებლე შშმ სტატუსის მქონე სტუდენტების სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირება.
· სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების, უდედმამო ბავშვებისა და მარტოხელა მშობლების (მარტოხელა დედა და მარტოხელა მამა) ყოველთვიური მატერიალური დახმარება:
70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სამშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 80 ლარის ოდენობით;
70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოთხშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით;
70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ხუთი და მეტ შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 180 ლარის ოდენობით;
ხუთი და მეტ შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 150 ლარის ოდენობით.
უდედმამო ბავშვების ყოველთვიური დახმარება 150 ლარის ოდენობით;
მარტოხელა მშობლების (მარტოხელა დედა და მარტოხელა მამა) ყოველთვიური დახმარება 50 ლარის ოდენობით;
სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულის მქონე) ყოველ ერთ წლამდე ასაკის ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარება.
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება
პროგრამით გათვალისწინებულია:
· განსაზღვრული სოციალური კატეგორიების პირთა (მასწავლებლები, საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით პენსიონერები, საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა ხელფასი არ აღემატება 650 ლარს თვეში) მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 50%-ით სუბსიდირება;
· განსაზღვრული სოციალური კატეგორიების პირთა (ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები, მოსწავლეები) მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 100%-ით სუბსიდირება.
მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება
პროგრამით გათვალისწინებულია
· მზრუნველობამოკლებულ და ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება.
(ქ. ბათუმში რეგისტრირებული მარტოხელა, მიუსაფარი და სოციალურად დაუცველ ოჯახთა მზრუნველობას მოკლებული ადამიანები. 2. ქრონიკულად დაავადებული, ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე ან/და საწოლს მიჯაჭვული ქ. ბათუმში რეგისტრირებული 0-დან 100 000-მდე ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები, ასაკით პენსიონერები.)
მუნიციპალური უფასო სასადილო
პროგრამით გათვალისწინებულია:
· მუნიციპალური უფასო სასადილოების ადმინისტრირება და მართვა;
· საკვები პროდუქტების შეძენა;
· მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
დროებითი ღამის თავშესაფარი
პროგრამით გათვალისწინებულია:
· დროებითი ღამის თავშესაფრის ადმინისტრირება და მართვა;
· ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურება;
· საკვები პროდუქტების შესყიდვა;
· მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა
პროგრამით გათვალისწინებულია:
· ბათუმის ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრისთვის დახმარების გაწევა;
· ა(ა)იპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება ,,ომგადახდილის'' ქალაქ ბათუმის ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევა;
· ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონული ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევა;
· საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის დახმარების გაწევა.
მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა
პროგრამით გათვალისწინებულია:
· პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, ტექნიკის, სოციალური დანიშნულების საქონლისა და სარემონტო მასალის შეძენა, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის რემონტი სოციალურად დაუცველი შშმ და ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57.001-ს; გარდა ამისა, სამი და მეტ შვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30.001-ს; ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1.001-ს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება
პროგრამით გათვალისწინებულია და ეტლით მოსარგებლე შშმ პირების ასისტენტით მომსახურება
· მკვეთრად შეზღუდული სტატუსის მქონე უსინათლო პირებისა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირების ასისტენტით მომსახურება.
დასაქმების ხელშეწყობა
პროგრამით გათვალისწინებულია
· ბენეფიციართა სუბსიდირება (დამსაქმებლის მიერ წარდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 30%-ის ოდენობით, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა).
სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა
ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარიული მონიტორინგი
პროგრამით გათვალისწინებულია:
· ჩამონაბანის აღება;
· კალორაჟის განსაზღვრა;
· განათების კოეფიციენტის განსაზღვრა;
· აუზის წყლის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური კვლევა;
· სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კაბინეტების ლაბორატორიული მონიტორინგი სტერილობაზე;
· სადეზინფექციო საშუალებების ქიმიური კვლევა;
· კვების პროდუქტების მონიტორინგი (ბაღებში);
· კვების პროდუქტების მონიტორინგი (სასადილოებში).
დეზინსექცია დერატიზაციის ღონისძიებები
პროგრამით გათვალისწინებულია:
· მრავალსართულიანი (3 სართული და მეტი) სახლებისა და სადარბაზოების დეზინსექცია თვეში ორჯერ (მაისი-ოქტომბერი);
· ნაგავშემკრები კონტეინერების დეზინსექცია ყოველთვიურად;
· ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია თვეში ორჯერ (მაისი-ოქტომბერი);
· ქალაქის ტერიტორიის დერატიზაცია ყოველთვიურად;
· ერთი და ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, იტალიური ეზოებისა და სარდაფების დეზინსექცია თვეში ერთხელ (მაისი-ოქტომბერი);
· შენობა–ნაგებობებისა და სათავსოების გარშემო არსებული ტერიტორიის ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დამუშავება;
· შენობა-ნაგებობებისა და სარდაფების, სხვენების, საწყობების, სხვა სამეურნეო და დამხმარე დანიშნულების ნაგებობების ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დამუშავება;
· ქვეწარმავლების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაშვება.
მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
· ცხოველების (ზრდასრული ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება ვეტერინარულ კლინიკამდე ავტომანქანით. სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაცია, დაბირკვა და საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზია;
· ბუნებრივ არეალში გაშვებული დაბირკული, გასტერილებული ცხოველების ეტაპობრივი გამოყვანა ქალაქის ტერიტორიიდან და ტრანსპორტირება ვეტერინარულ კლინიკაში რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარების მიზნით;
· ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ცხოველების ლეშის (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილით) დროული გამოყვანა სპეციალური ტრანსპორტით და „ბეიკერის“ ორმოში დამარხვა;
· მოზარდი ცხოველების (ლეკვი, კნუტი) აყვანა ქალაქის ტერიტორიიდან და ტრანსპორტირება თავშესაფარში (ვეტერინარული კლინიკა) მოვლა-პატრონობისა და გაშვილების მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს
ტელ: (0422) 24 63 02; (0422) 24 63 05.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამები
ჯანმრთელობის დაცვა
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა მატერიალური დახმარება;
18 წლის ასაკის ზემოთ ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა მატერიალური დახმარება;
პარკინსონით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დახმარება მედიკამენტების შეძენისათვის 100 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
ქ. ბათუმში რეგისტრირებული 35-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია;
25-დან 30 წლამდე ასაკის ქალებისათვის სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია;
ქ. ბათუმში რეგისტრირებული ქალებისათვის ონკო მარკერებით გამოკვლევა; საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებით;
60 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, კოლპოსკოპია და ექოსკოპია.
ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
ქ. ბათუმში რეგისტრირებული, შშმ სტატუსის მქონე 18 წელს გადაცილებულ პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.
მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება
პროგრამით გათვალისწინებულია:
სტომატოლოგიური, ორთოპედიული და ორთოდონტიული მომსახურება 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, ასევე, მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარების, ომში დაზარალებული და ასაკით პენსიონერი ომის ვეტერანების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება.
C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის #169 დადგენილებით ამოქმედდა "C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე" სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც C ჰეპატიტით დაავადებულ პირებს უტარდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა და დიაგნოსტირება თანადაფინანსებით: სოციალურად დაუცველ მოსახლეობას (0-70000 სარეიტინგო ქულა) 70%, ხოლო სხვა კატეგორიას - 30% ფასდაკლებით. პროგრამის ხელშეწყობისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას (0-70000 სარეიტინგო ქულამდე) სრულად დაუფინანსდება მომსახურება, ხოლო სხვა კატეგორიის მოსახლეობას - დამატებით სრული ღირებულების 42 %.
შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომში დაზარალებულთა და მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარების მომსახურება (ურეკი);
ომის ვეტერანი ასაკით პენსიონერების, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების მომსახურება (ურეკი);
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, შშმ პირების, ომში დაზარალებულთა, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) მრავალშვილიანი (ხუთი და მეტი შვილი) ოჯახების, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარების თანმხლები პირების მომსახურება (ურეკში);
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომში დაზარალებულთა და ომის ვეტერანი ასაკით პენსიონერების, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულების მქონე) მრავალშვილიანი (ხუთი და მეტი შვილი) ოჯახების ბენეფიციარების მომსახურება (წყალტუბო);
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომის ვეტერანი პენსიონერების, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) მრავალშვილიანი (ხუთი და მეტი შვილი) ოჯახების, ომში დაზარალებულებისა და თანმხლები პირების მომსახურება (ბორჯომი);
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მომსახურება (ბორჯომი).
ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
ქ. ბათუმში დაბადებული ახალშობილებისთვის სმენისა და მუკოვისციდოზის სქრინგული გამოკვლევა;
ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის რეაბილიტაცია მულტიდისციპლინური გუნდის ერთი, ან, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, საერთო ჯამში, თვეში 8 მომსახურების გაწევა, აგრეთვე მშობლებისათვის ტრენინგ-სემინარების ჩატარება;
ქ. ბათუმში რეგისტრირებული 2-დან 10 წლამდე ასაკის სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ფარგლებში ქ. ბათუმში რეგისტრირებული სმენის დარღვევების მქონე 2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ჩაუტარდებათ ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მომსახურება;
აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს ჩაუტარდებათ გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა;
1 წლამდე ასაკის ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა.
ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
ქ. ბათუმში რეგისტრირებული ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარება 60 ლარის ოდენობით;
ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარება 200 ლარის ოდენობით.
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
ბენეფიციართა გეგმიური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება. მომსახურება გაეწევა ქ. ბათუმში 2018 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საქართველოს შემდეგ მოქალაქეებს, რომლებიც ჩართული არიან საყოველთაო ჯანდაცვაში: N 36-ე დადგენილებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის წევრებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; მოქალაქეებს, რომელთა დახმარების საჭიროება დასტურდება ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. ასევე 165-ე დადგენილების ბენეფიციარებს ( 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასაკით პენსიონერებს,სტუდენტებს), რომელთაც არ აქვთ 70001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა და რომლებიც არ სარგებლობენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამებით. მკურნალობა დაფინანსდება გარკვეული სქემის მიხედვით. (საყოველთაო დაზღვევით განსაზღვრულ ზღვრულ ტარიფამდე).
ქვეპროგრამით ასევე გათვალისწინებულია ქ. ბათუმში რეგისტრირებულ ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება.
ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ადმინისტრაციის სახელფასო დანამატი;
სამედიცინო პერსონალის სახელფასო დანამატი;
სამედიცინო პერსონალის შვებულების და ბიულეტენის ანაზღაურება;
ზაფხულის სეზონთან (3 თვე) დაკავშირებით 3 დამატებითი ბრიგადის ხარჯები;
ზამთრის სეზონთან (3 თვე) დაკავშირებით 2 დამატებითი ბრიგადის ხარჯები;
სასწრაფო დახმარების მანქანების დაზღვევის ხარჯები;
შპს ,,ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა სასწრაფო დახმარების მანქანების (6 ერთეული) შეძენის მიზნით.
სოციალური უზრუნველყოფა
კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება
პროგრამით გათვალისწინებულია:
წყლისა და კანალიზაციის საფასურის დაფარვა (თვეში ერთ სულზე 1,85 ლარი) შემდეგი კატეგორიებისათვის:
მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ სტატუსის ბავშვი;
ვეტერანი, მათთან გათანაბრებული პირი, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალდაკარგულები;
0-70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები (5 და მეტი შვილი), მარტოხელა დედები და მათი შვილები.
დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადასახადის დაფარვა (თვეში ერთ სულზე 1,30 ლარი) შემდეგი კატეგორიებისათვის:
მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ სტატუსის ბავშვი;
ვეტერანი, მათთან გათანაბრებული პირი, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალდაკარგულები;
0-70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები (5 და მეტი შვილი), მარტოხელა დედები და მათი შვილები.
სატელეფონო-სააბონენტო გადასახადის დაფარვა (თვეში ერთ ოჯახზე 5 ლარი) შემდეგი კატეგორიებისათვის:
მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ სტატუსის ბავშვი;
ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალდაკარგულები.
გაზიფიცირების - ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების 90%-ის თანადაფინანსება (არაუმეტეს 360 ლარისა) ერთი წერტილის გათვალისწინებით გაზქურამდე შემდეგი კატეგორიებისთვის:
მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ სტატუსის ბავშვები;
ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალდაკარგულები;
0-70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი პირები.
ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და მარჩენალდაკარგულების თხევადი აირის ტალონით დახმარება (ყოველთვიურად 5 კგ).
მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
სადღესასწაულო დღეებში ვეტერანებზე (ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) მატერიალური დახმარების გაწევა:
15 თებერვალი - სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ბრძოლებში დაზარალებული ვეტერანები - 300 ლარი;
9 მაისი - II მსოფლიო ომის მონაწილეები და II მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 400 ლარი;
27 სექტემბერი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები და დაზარალებულები - 300 ლარი;
ახალ წელთან დაკავშირებით - სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე ბრძოლებში დაზარალებული ვეტერანები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები და დაზარალებული ვეტერანები; II მსოფლიო ომის მონაწილეები და II მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარი;
შვილის შეძენასთან დაკავშირებით 0-100000 სარეიტინგო სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 800 ლარის ოდენობით;
ვეტერანთა (ომის მონაწილე) და სოციალურად დაუცველ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში მათ ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 500 ლარის ოდენობით;
ეტლით მოსარგებლე შშმ სტატუსის მქონე სტუდენტების სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირება.
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება
პროგრამით გათვალისწინებულია:
განსაზღვრული სოციალური კატეგორიების პირთათვის (მასწავლებლები, საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით პენსიონერები, საბავშვო ბაღების და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა ხელფასი არ აღემატება 650 ლარს თვეში) მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 50%-ით სუბსიდირება;
განსაზღვრული სოციალური კატეგორიების პირთათვის (ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები, მოსწავლეები) მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 100%-ით სუბსიდირება.
მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
მზრუნველობას მოკლებულ პირთა და ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება.
მუნიციპალური უფასო სასადილო
პროგრამით გათვალისწინებულია:
4779 ბენეფიციარზე გათვლილი მუნიციპალური უფასო სასადილოების ადმინისტრირება და მართვა; საკვები პროდუქტების შეძენა; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
დროებითი ღამის თავშესაფარი
პროგრამით გათვალისწინებულია:
50 ბენეფიციარზე გათვლილი დროებითი ღამის თავშესაფრის ადმინისტრირება და მართვა;
ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურება; საკვები პროდუქტების შესყიდვა; მატერიალურ -ტექნიკური ბაზის განახლება.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა
პროგრამით გათვალისწინებულია:
ბათუმის ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრისათვის დახმარების გაწევა;
ა(ა)იპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ომის, შრომის და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება "ომგადახდილის'' ქალაქ ბათუმის ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევა;
ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევა.
მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა
პროგრამით გათვალისწინებულია:
პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, ტექნიკის, სოციალური დანიშნულების საქონლისა და სარემონტო მასალების შეძენა და საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის რემონტი სოციალურად დაუცველი შშმ და ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57.001-ს;
ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა სამი და მეტ შვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30.001-ს; სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1.001-ს; სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების, უდედმამო ბავშვებისა და მარტოხელა მშობლების (მარტოხელა დედა და მარტოხელა მამა);
0-70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონეს ამშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 80 ლარის ოდენობით;
0-70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოთხშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით;
0-70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ხუთი და მეტ შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 180 ლარის ოდენობით;
ხუთი და მეტ შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 150 ლარის ოდენობით;
უდედმამო ბავშვების ყოველთვიური დახმარება 150 ლარის ოდენობით;
მარტოხელა მშობლები (მარტოხელა დედა და მარტოხელა მამა) ყოველთვიური დახმარება 50 ლარის ოდენობით;
სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულის მქონე) ყოველ ერთ წლამდე ასაკის ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება
პროგრამით გათვალისწინებულია:
უსინათლო შშმ პირების და ეტლით მოსარგებლე შშმ პირების ასისტენტით მომსახურება.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ტოტალურ უსინათლოთა და ეტლით მოსარგებლეთა გადაადგილების მიზნით ასისტენტის (გამცილებლის) მომსახურების დაფინანსებას. საწყის ეტაპზე დაგეგმილია, რომ აღნიშნული სერვისით ისარგებლებს 48 ბენეფიციარი, რომელთაც მოემსახურება რვა ასისტენტი. ერთი ასისტენტი მოემსახურება 6 ბენეფიციარს და კვირაში თითოეულს 2-ჯერ გაუწევს ასისტენტობას. ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ასისტენტი შესაძლოა მისი ოჯახის წევრი გახდეს.
სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა
ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარული მონიტორინგი
პროგრამით გათვალისწინებულია:
სადეზინფექციო საშუალებების ქიმიური კვლევა;
კვების პროდუქტების მონიტორინგი (ბაღებში);
კვების პროდუქტების მონიტორინგი (სასადილოებში);
ჩამონაბანის აღება;
კალორაჟის განსაზღვრა;
განათების კოეფიციენტის განსაზღვრა;
აუზის წყლის ქიმიურ-ბაქტეოროლოგიური კვლევა;
სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კაბინეტების ლაბორატორიული მონიტორინგი სტერილობაზე.
დეზინსექცია დერატიზაციის ღონისძიებები
პროგრამით გათვალისწინებულია:
მრავალსართულიანი (3 სართული და მეტი) სახლებისა და სადარბაზოების დეზინსექცია თვეში ორჯერ, მაისი-ოქტომბერი (6 თვე);
ნაგავშემკრები კონტეინერების დეზინსექცი ყოველთვიურად (12 თვე);
ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია თვეში ორჯერ მაისი-ოქტომბერი (6 თვე);
ქალაქის ტერიტორიის დერატიზაცია ყოველთვიურად (12 თვე);
ერთი და ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, იტალიური ეზოებისა და სარდაფების დეზინსექცია თვეში ერთხელ (მაისი-ოქტომბერი);
ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დამუშავება, შენობა - ნაგებობების და სათავსოების გარშემო;
ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დამუშავება, შენობა-ნაგებობებში და მათ სარდაფებში, სხვენებზე, საწყობებში, სხვა სამეურნეო და დამხმარე დანიშნულების ნაგებობებში;
ქვეწარმავლობის დაჭერა, ტრანსპორტირება და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაშვება.
მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები
პროგრამით გათვალისწინებულია:
ცხოველების (ზრდასრული ძაღლი კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება ვეტერინარულ კლინიკამდე ავტომანქანით. სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაცია, დაბირკვა და საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზია;
ბუნებრივ არეალში გაშვებული დაბირკული გასტერილებული ცხოველების ეტაპობრივი გამოყვანა ქალაქის ტერიტორიიდან და ტრანსპორტირება ვეტერინარულ კლინიკაში რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარების მიზნით;
ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ცხოველების ლეშის (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილით) დროული გამოყვანა სპეციალური ტრანსპორტით და „ბეიკერის“ ორმოში დამარხვა;
მოზარდი ცხოველების (ლეკვი, კნუტი) დაჭერა ქალაქის ტერიტორიაზე და ტრანსპორტირება თავშესაფარში (ვეტერინარული კლინიკა) მოვლა-პატრონობის და გაშვილების მიზნით.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამები
ჯანმრთელობის დაცვა
ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა მატერიალური დახმარება;
18 წლის ასაკის ზემოთ ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა მატერიალური დახმარება;
პარკინსონით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
ქ. ბათუმში რეგისტრირებული 30-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია;
ქ. ბათუმში რეგისტრირებული ქალებისათვის ონკო მარკერებით გამოკვლევა; საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიით;
60 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, კოლპოსკოპია და ექოსკოპია.
ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა
პროგრამით გათვალისწინებულია:
1 წლამდე ასაკის ბავშვთა თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და დისპლაზიის მკურნალობა;
ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შედგენა, ერგოთერაპია, არტთერაპია, ფსიქოლოგიური დახმარება, პედაგოგის მომსახურება, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში ჩართვა, საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება
პროგრამით გათვალისწინებულია:
18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვების სტომატოლოგიური, ორთოდონტიული და ორთოპედიული მომსახურება.
C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება
პროგრამით გათვალისწინებულია:
სოციალურად დაუცველთა დიაგნოსტიკა და მკურნალობის მონიტორინგი;
დიაგნოსტიკა და მკურნალობის მონიტორინგი.
შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომში დაზარალებულთა და მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციართა მომსახურება (ურეკი);
ომის ვეტერანი ასაკით პენსიონერების მომსახურება (ურეკი);
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების , შშმ პირების, ომის ინვალიდების, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარების თანმხლები პირების მომსახურება (ურეკში);
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომში დაზარალებულთა და ომის ვეტერანი ასაკით პენსიონერთა მომსახურება (წყალტუბო);
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომის ინვალიდების თანმხლები პირების მომსახურება (წყალტუბო);
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მომსახურება (წყალტუბო);
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომის ვეტერანი პენსიონერების, ომში დაზარალებულთა და თანმხლებ პირთა მომსახურება (ბორჯომი);
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მომსახურება (ბორჯომი);
ტრანსპორტირების ხარჯი.
ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
ქ. ბათუმში დაბადებულ ახალშობილთა პირველადი სქრინინგი მუკოვისციდოზზე;
ქ. ბათუმში დაბადებულ ახალშობილთა მეორადი (საჭიროების შემთხვევაში) სქრინინგი მუკოვისციდოზზე;
ქ. ბათუმში დაბადებულ ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა;
ქ. ბათუმში რეგისტრირებული 3-დან 10 წლამდე ასაკის სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია;
ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კურსის ჩატარება;
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია;
ტრენინგ-სემინარების ჩატარება 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების მშობლებისათვის.
ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
ქ. ბათუმში რეგისტრირებული ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარება;
ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისათვის ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაცემა.
ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
ქ. ბათუმში რეგისტრირებულ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება;
ქ. ბათუმში რეგისტრირებულ ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება.
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
დახმარება მედიკამენტების შეძენისათვის;
ბენეფიციართა გეგმური ოპერაციული და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის თანადაფინანსება.
ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ადმინისტრაციის სახელფასო დანამატი;
სამედიცინო პერსონალის სახელფასო დანამატი;
სამედიცინო პერსონალის შვებულების და ბიულეტენის ანაზღაურება;
ზაფხულის სეზონთან (3 თვე) დაკავშირებით 3 დამატებითი ბრიგადის ხარჯები;
ზამთრის სეზონთან (3 თვე) დაკავშირებით 2 დამატებითი ბრიგადის ხარჯები;
შპს ,,ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მომსახურების განვითარებისთვის კაპიტალის გაზრდა.
სოციალური უზრუნველყოფა
კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება
პროგრამით გათვალისწინებულია:
წყლისა და კანალიზაციის საფასურის დაფარვა;
დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა;
სატელეფონო-სააბონენტო გადასახადის დაფარვა;
გაზიფიცირების - ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების 90%-ის თანადაფინანსება ერთი წერტილის გათვალისწინებით გაზქურამდე;
ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულების თხევადი აირის ტალონით დახმარება.
მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
სადღესასწაულო დღეებში ვეტერანებზე (ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) მატერიალური დახმარების გაწევა;
ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარების გაწევა;
მრავალშვილიანი ოჯახების, უდედმამო ბავშვებისა და მარტოხელა მშობლების (მარტოხელა დედა და მარტოხელა მამა) წელიწადში 2-ჯერ დედის დღესთან დაკავშირებით (უდედმამო ბავშვებზე ბავშვთა დღესთან დაკავშირებით) და სასკოლოდ, მატერიალური დახმარების გაწევა;
ვეტერანთა (ომის მონაწილე) და სოციალურად დაუცველ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში მათ ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა;
სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულის მქონე ) ყოველ ერთ წლამდე ასაკის ახალშობილზე ყოვეთვიური მატერიალური დახმარების გაწევა;
ეტლით მოსარგებლე შშმ სტატუსის მქონე სტუდენტების სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირება.
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება
პროგრამით გათვალისწინებულია:
განსაზღვრული სოციალური კატეგორიების პირთა (მასწავლებელები, საბავშვო ბაღებისა და ბილიოთეკების თანამშრომლები, სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით პენსიონერები, საბავშვო ბაღებისა და ბილიოთეკების თანამშრომლები, რომელთა ხელფასი არ აღემატება 650 ლარს თვეში) მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 50%-ით სუბსდირება;
განსაზღვრული სოციალური კატეგორიების პირთა (ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები, მოსწავლეები) მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 100%-ით სუბსდირება.
მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
მზრუნველობას მოკლებულ პირთა დახმარება;
ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება.
მუნიციპალური უფასო სასადილო
პროგრამით გათვალისწინებულია:
ადმინისტრირება და მართვა;
საკვები პროდუქტების შეძენა.
დროებითი ღამის თავშესაფარი
პროგრამით გათვალისწინებულია:
დროებითი ღამის თავშესაფრის ადმინისტრირება;
სამედიცინო მომსახურება;
საკვები პროდუქტების შესყიდვა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა
პროგრამით გათვალისწინებულია
ბათუმის დღის სოციალური ცენტრისათვის დახმარების გაწევა.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2016 წლის პროგრამები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2015 წლის პროგრამები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2013 წლის პროგრამები