ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
ვარშანიძის ქ. #71-ში სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.
გონიოს ციხის მიმდებარედ არსებულ ქუჩებზე განათების სისტემისა და ცხაურების მოწყობა ხორციელდება.
მაიაკოვსკის ქ. #3ბ-ში სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა მიმდინარეობს.
კაუჩუკის საფარის დაგება დასრულდა ლერმონტოვის ქ. # 106-ში მდებარე საბავშვო მოედანზე.
საბავშვო ატრაქციონების რეკონსტრუქცია ჩატარდა ტბეთის ქ. #9-ში, #11-სა და #18-ში.
ქუჩის სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრები დამონტაჟდა აეროპორტის გზატკეცილზე.
წყალშემკრები ღარებისა და წყალსაწრეტი მილების შეკეთება-აღდგენა განხორციელდა ტბელ აბუსერიძის ქ. #38-სა და ტაბიძის ქ. #17-ში.
დაზიანებული ქვაფენილის, ტროტუარის ფილებისა და ბოძკინტების შეკეთება განხორციელდა ვაჟა-ფშაველას, ზუბალაშვილისა და კოსტავას ქუჩებზე.
ცოტნე დადიანის ქ. #4-ში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები შესრულდა გორგასლის, თავდადებულის, პეტრე იბერის, ლადო ასათიანისა და ბესიკის ქუჩებზე.
ბათუმში პალმების გასხვლა მიმდინარეობს. სამუშაოები ბაგრატიონისა და ფიროსმანის ქუჩებზე ხორციელდება. აღნიშნული ღონისძიებები წელიწადში ორჯერ სრულდება. დაგეგმილია 250-მდე პალმის მოწესრიგება.
სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.