ფოტო გალერეა| ვიდეო არქივი| ბმულები
  • ბათუმი
    • ისტორია
    • თვითმმართველობის ისტორია
    • სიმბოლიკა
    • პარკები და სკვერები
    • საპატიო ბათუმელები
    • დამეგობრებული ქალაქები
  • სტრუქტურა
    • ბათუმის მერი
    • ვიცე მერი
    • მერის მოადგილეები
    • მერიის ადმინისტრაცია
    • მერიის სამსახურები
    • ქ.ბათუმის მერიის სერვისცენტრები
    • მუნიციპალური ორგანიზაციები
  • პროგრამები
    • კეთილმოწყობა
    • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება
    • განათლება
    • კულტურა
    • სპორტი
    • ახალგაზრდობა
  • კანონმდებლობა
    • კანონები
    • კანონქვემდებარე აქტები
    • ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები
    • დებულებები
    • ცნობები
  • საჯარო ინფორმაცია
    • რა არის საჯარო ინფორმაცია
    • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
    • ბიუჯეტი
    • მონაწილეობითი ბიუჯეტი
    • სტრუქტურა და ფუნქციები
    • შესყიდვები და პრივატიზაცია
    • დაფინანსება და ხარჯთაღრიცხვა
    • მოსაკრებლები, საფასურები, ტარიფები
    • ანგარიში
    • ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა
    • ბათუმის განაშენიანების რეგულირების გეგმა
    • ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონები
    • საერთაშორისო ტენდერები
    • ტენდერები
    • აუქციონები
    • კონკურსები
    • ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა
    • საჯარო განხილვა
    • სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • ღამის ხედი
  • ბერძნული რესტორანი - აკროპოლი
  • ბათუმის ნავსადგური
  • ალი და ნინო


  • სად წავიდეთ?




  • ტრანსპორტი



  • ტურისტული სააგენტოები




  • ბანკები



  • სამედიცინო მომსახურება




  • განათლება




  • სპორტი



  • ავარიული სახლები

ბათუმი პირველად მასპინძლობს რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესს


ბათუმი პირველად მასპინძლობს რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესს - „ლიმეს კონგრესი 2024“.

ბათუმი, როგორც კონგრესის მასპინძელი მხარე, ოფიციალურად ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში დასახელდა.

კონგრესის მთავარი თემაა რომის იმპერიის სასაზღვრო ხაზების ისტორია და სხვადასხვა თემატიკა ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობის, კულტურის, პოლიტიკური და სოციალური საკითხების, ახალი არქეოლოგიური გათხრების მიმართულებით.

ფორუმი დღეს გაიხსნა და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გარდა სესიებისა, დაგეგმილია სხვადასხვა ექსკურსია რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერების მიზნით.

ფორუმში მსოფლიოს 42 ქვეყნის 350-ამდე დელეგატი მონაწილეობს.

არჩილ ჩიქოვანი: მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს, როგორიც ლიმეს კონგრესია.

მოგეხსენებათ, ბათუმმა მრავალგზის მოიპოვა ტურიზმის ოსკარი. გასულ წელს ჯილდო გადმოგვეცა როგორც მსოფლიოს ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებას. ჩვენი ქალაქი ასევე არაერთი მასშტაბური საერთაშორისო თუ რეგიონული ფორუმის მასპინძელია და ნიშანდობლივია, რომ ლიმეს 26-ე კონგრესი წელს სწორედ აქ იმართება.

დღევანდელ კონგრესზე და მომდევნო დღეებში, ფორუმის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სემინარი რომაულ ისტორიასა და არქეოლოგიასთან დაკავშირებით, ასევე - კულტურული ღონისძიებები. დელეგატები მოინახულებენ ქალაქისა და აჭარის რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, რომაული საფორტიფიკაციო ნაგებობის მნიშვნელოვან ძეგლს - გონიოს ციხეს, სადაც 12 სექტემბერს იმართება რომაული ფესტივალი.

ფორუმის დღეები ძალიან მრავალფეროვანია და დარწმუნებული ვარ, მონაწილეებისთვის საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს წარმოდგენილი ქვეყნების სამეცნიერო ინსტიტუციებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

მადლობა მინდა გადავუხადო ლიმეს კონგრესის აღმასრულებელ კომიტეტს, ვარშავის უნივერსიტეტს, აჭარის მთავრობას, განათლების სამინისტროს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ყველა ჩართულ პირს, რომელთა მხარდაჭერითა და აქტიურობით შეირჩა ბათუმი კონგრესის ჩასატარებლად.

კონგრესი 1949 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება ყოფილი რომის იმპერიის გავრცელების არეალში.

„ლიმეს კონგრესი 2024“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

მერიის განცხადება ზოგიერთი მოწყვლადი კატეგორიის პირებისათვის კლიმატოთერაპიის კურსის განხორციელებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის მერიის განცხადება „შშმ პირთა მშობლების ფსიქოლოგიური დახმარების ღონისძიების (50 პირი)“ შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისათვის განაცხადების მიღების მეორე ეტაპი მერიის განცხადება ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია“ ქვეპროგრამის ფარგლებში, „ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კურსის ჩატარება“ ღონისძიების შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის მერიის განცხადება „ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია“ ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მსურველ პირთათვის მერიის განცხადება მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება“ ქვეპროგრამის ფარგლებში, „მოხუცებულთა სავანეში სერვისის მიმღებ პირთა დახმარება“ ღონისძიების შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის მერიის განცხადება „მოწყვლადი სოციალური ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა“ ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის მერიის განცხადება „ახალშობილთა სქრინინგი და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია“ ქვეპროგრამის ფარგლებში „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ კურსის ჩატარებასთან დაკავშირებით ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის

ჩვენი ქალაქი

  • სიმბოლიკა
  • საპატიო ბათუმელები
  • დამეგობრებული ქალაქები

ბათუმის მერია

  • ბათუმის მერი
  • ვიცე მერი
  • მერის მოადგილეები
  • მერიის აპარატი
  • მერიის სამსახურები
  • ქ.ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულები
  • მუნიციპალური ორგანიზაციები

პროგრამები და პროექტები

  • კეთილმოწყობა
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება
  • განათლება და კულტურა
  • სპორტი და ახალგაზრდობა

კანონმდებლობა

  • კანონები
  • კანონქვემდებარე აქტები
  • ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები
  • ცნობები

ბიუჯეტი

  • ბიუჯეტი

ქალაქ ბათუმის მერია © 2006-2015
ყველა უფლება დაცულია

კონტაქტები

მის: ლ. ასათიანის ქ. N25, ბათუმი (6010)
ტელ: 0 800 000 810

ელ–ფოსტა: info@batumi.ge