მრავალბინიანი სახლების ეზოების კომუნალური სისტემის რებილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
მრავალბინიანი სახლების ეზოების კომუნალური სისტემის რებილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოები ლერმონტოვის ქუჩის #115-სა და #117-ში დასრულდა, სადაც ასფალტის საფარის დაგება განხორციელდა.
აღნიშნული სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და სრულად ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. პროგრამა ითვალისწინებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და სარდაფებში დაზიანებული წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე ჯამში 55 მისამართზე განხორციელდება.
საერთო ბიუჯეტი 6 მილიონ 384 ათას ლარს შეადგენს.