კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მახვილაურის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო
კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მახვილაურის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო.
არჩილ ჩიქოვანი: მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დავიწყეთ - მახვილაურის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს. სრულად მოწესრიგდება როგორც საგზაო, ასევე სანიაღვრე ინფრასტრუქტურა. დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ფერდსამაგრი კედელი, განათების სისტემა და ავტობუსის მოსაცდელები. საერთო ჯამში, 2 კილომეტრიანი გზის მონაკვეთით 800 ოჯახი ისარგებლებს. მსგავსი ტიპის პროექტები მნიშვნელოვანია როგორც აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე ბათუმთან შემოერთებული ტერიტორიების განვითარების თვალსაზრისით.
სამუშაოები მომდევნო წლის ივნისამდე დასრულდება.