ბათუმელი მოჭადრაკის წარმატება
არჩილ ჩიქოვანი - ბათუმის საჭადრაკო კლუბ ,,ნონას" წევრმა მარიამ კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატზე 14 წლამდე გოგონათა შორის, 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით ერთპიროვნული ვერცხლის მედალი და 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა! მარიამი ასევე იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც წელს, ბრაზილიაში გაიმართება. ვულოცავ მარიამს მოპოვებულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ ასპარეზობებში!